სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ჩემი საყვარელი ცნობილი პიროვნება (My favorite person)

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას მათი საყვარელი ცნობილი პიროვნების შესახებ. დაწვრილებით გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინორმაციას ამა თუ იმ ადამიანზე.

პროექტის აქტუალობა:  პროექტი მათი ინტერესებიდან გამომდინარეა  ვინაიდან ამ ასაკის თითქმის ყველა მოსწავლეს ყავს თავისი ფავორიტი ადამიანი, აგროვებენ მათ პლაკატებს ან ინფორმაციას  სიმღერებს ფილმებს და ა.შ

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა მოიძიებენ მათთვის სასურველი ინფორმაციას, შესაბამისად უვითარდებათ კვლევა ძიების უნარი; უვითარდებათ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, მნიშვნელოვანი ინფორმაციიის ამოკრების უნარი, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ცოდნას.

მოსწავლეთა ასაკი (11- 12) წელი

ვადები / ხანგრძლივობა: სამი დღე

მოსალოდნელი შედეგები/რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას მოიპოვებენ მეტ ინფორმაციას,  ისწავლიან ერლექტონული პრეზენტაციის კეთებას და წარდგენას, განუვითარდებათ ცხოვრებისთვის  მნიშვნელოვანი უნარები.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:  ინტერნეტი, წიგნი,რვეული.
პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ პიროვნებას ანუ სამუშაო თემას დროის განაწილება

 აქტივობა 2 დავალების დაკონკრეტება, განაწილება ანუ ზუსტად რა ინფორმაცია   უნდა მოვიპოვოთ

აქტივობა 3 გეგმის შემუშავება რა, როგორ შეიძლება გაკეთთეს, რა სახით.

აქტივობა 4 ინფორმაციის მოძიება  ინტერნეტში, წიგნებში, კონკრეტულ პიროვნებაზე კითხვით, გაზეთებში, ჟურნალებში და ა.შ

აქტივობა 5 მოპოვებული ინფორმაციიის დამუშავება,  დალაგება,დიზაინის შექმნა პრეზენტაციისთვის

აქტივობა 5 საბოლოო სახის მიცემა პრეზენტაციიისთვის

 აქტივობა 6 წარდგენა

აქტივობა 7 შეფასება

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
აქტიური მუშაობა
მოსწავლე არ არის ჩართული მუშაობაში არ ავლენს ქტიურობას
მოსწავლე ჩართულია მუშაობაში მაგრამ არ არის აქტიური
მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული მუშაობაში
პროექტის შინაარსი
მოცემული ინორმაცია არეულია ჭირს აზრის გამოტანა.
მოცემულ ინფორმაციაში აზრი დალაგებულია თუმცა ინფორმაცია მწირია.
აზრი სრულყოფილად და სწორადაა დალაგებული შინაარსობრივად მოცემული ინფორმაცია სავსეა, საინტერესოა.
პრეზენტაციის წარდგენის ხარისხი
პრეზენტაცია უხარისხოა, ვიზუალურად არ არის გაფორმებული, პრეზენტატორი არ არის თავდაჯერებული.
პრეზენტაცია კარგია, ვიზუალურად გაფორმებულია თუმცა მას პრეზენტატორი უინტერესოდ წარმოადგენს.
პრეზენტაცია კარგია ვიზუალურად ლამაზათაა გაფორმებული, პრეზენტატორი მას თავდაჯერებულლად და ხარისხიანად წარმოადგენს.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინსგლისური:

უცხ.დ.II.10მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.II.13მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.II.14მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

ისტ-ი:

ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს  ნახატი ფილმიდან  ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
·           იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.

 პროექტის ავტორი : ლანა ბრეგვაძე.



ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა:    lanabregvadze@gmail.com 

No comments:

Post a Comment